უკრაინაში, დნეპროპეტროვსკზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დნეპროპეტროვსკზე განხორციელებულ თავდასხმას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად დანგრეულია სახელები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ღამის განმავლობაში, უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი იყო გამოცხადებული. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტები და ენერგეტიკული ობიექტები რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. საპასუხოდ, უკრაინის საჰაერო ძალებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშის თანახმად, რუსი სამხედროების ძალისხმევა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების სრულ ოკუპაციაზეა მიმართული. გასული დღის განმავლობაში, მხარეებს შორის 23 სამხედრო შეტაკება მოხდა.