უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლის ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. კახა გოგოლი მშობლიურ ქალაქ ფოთში გუშინ გადაასვენეს და მას საგვარეულო სასაფლაოზე 19 ივლისს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 47 წლის ქართველი მებრძოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა და ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.