უკრაინაში დაღუპული მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე უკვე მშობლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში გადაასვენეს. ის საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები დახვდნენ. დაღუპულ მებრძოლს სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 45 წლის მიხეილ თევდორაძე ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ჯარისკაცების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.