უკრაინაში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის საქმე

საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ უკრაინაში დაღუპული ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, გამოძიება შესაძლო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე დაიწყო. თვითმხილველების თქმით, „ფრანს პრესის“ ვიდეოჟურნალისტი არმან სოლდინი კოლეგებთან ერთად, ქალაქ ჩასოვიიართან იმყოფებოდა. საარტილერიო ჭურვი ჟურნალისტის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.