უკრაინაში დააკავეს სნაიპერი, რომელიც მაიდანზე დემონსტრანტების დახოცვაშია ეჭვმიტანილი
  • კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 631 ადამიანი. სტიქიის ზონას შაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა და დაზარალებულებს მოინახულებს. კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ქალაქი პარადაიზი, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 27 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მაშველებმა დაფერფლილ ქალაქში კიდევ რვა ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ სამი ცხედარი ნაპოვნია მალიბუში.
  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლოდ წაუყენა, – ამის შესახებ WikiLeaks-ი იუწყება. ინტერნეტპორტალის ცნობით, ამერიკელმა პროკურორებმა სრულიად სხვა საქმის შესწავლის დროს ასანჟის ბრალეულობის დამადასტურებელ საიდუმლო დოკუმენტებს შემთხვევით მიაგნეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ბრალი წაუყენეს სკანდალური ინტერნეტპორტალის დამფუძნებელს.
  • ოფიციალურმა კიევმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.