უკრაინაში არჩევნების საკითხი – ანიტა ჰიპერის განცხადება

15:23, 21.08.2026

უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები, თვისი კონსტიტუციისა და სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე და შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, – აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერი. ანიტა ჰიპერმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. შეგახსენებთ, 19 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში.

მსგავსი