უკრაინამ სტავროპოლის ნავთობსაცავებს დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებმა სტავროპოლის მხარეში ერთდროულად სამ ნავთობსაცავს დაარტყეს, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე რეგიონში კიდევ ერთი საწვავის ობიექტი გაანადგურეს. ზელენსკის თქმით, პირდაპირი დარტყმები განხორციელდა შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სამ ტანკერზეც. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმებზე „სრულად გამართლებული და ზუსტი“ პასუხის გაცემას აგრძელებს. ზელენსკი მადლობას უხდის თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც მისი თქმით, ხელს უწყობს რუსეთში იმის გაცნობიერებას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.