რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთმა ამჯერად ხარკოვის ოლქს შეუტია. დარტყმა დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა. შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდია. პარალელურად თავდასხმა განხორციელდა ბელგოროდის ოლქში. ორი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კვლავ მძიმე ვითარებაა კურსკის ოლქში, სადაც ქალაქ სუჯის დაბომბვის დროს სამი ადამიანი დაშავდა. კურსკის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიდან სულ ევაკუირებულია 301 ადამიანი ,მათ შორის 12 ბავშვი.