რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთმა ამჯერად ხარკოვის ოლქს შეუტია. დარტყმა დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა. შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდია. პარალელურად თავდასხმა განხორციელდა ბელგოროდის ოლქში. ორი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქი სუჯა დატოვეს. გენერალურმა შტაბმა გაასაჯაროვა რუკაც, რომელიც აჩვენებს, რომ უკრაინის ჯარები ქალაქიდან სრულად გამოვიდნენ. ამ დროისთვის, კურსკის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიდან სულ ევაკუირებულია 301 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი.