უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში

ჰააგაში სასამართლო საქმეზე „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებას ხვალ, 16 მარტს გამოიტანს. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 24 თებერვალს, ინტერვენციის დაწყებიდან მალევე შეიტანა. კიევი მოსკოვს ომის დაწყების საბაბის შესაქმნელად ცრუ ბრალდებების გამოყენებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გენოციდის შესახებ ცრუ ინფორმაციაზე, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოაცხადა. რუსეთის წარმომადგენლები სასამართლოში 7 მარტს გამართულ მოსმენას არ დასწრებიან.