"უკრაინა ფოკუსში" - თბილისი უკრაინული კინოს ფესტივალს მასპინძლობს

თბილისი უკრაინული კინოს ფესტივალს “უკრაინა ფოკუსში” მასპინძლობს. ფესტივალი ანდრეი ერმაკის ფილმით გაიხსნა. სტუმრებისთვის სპეციალური მიღებაც გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი და საქართველოს კინოცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

უკრაინული კინოს ფესტივალი ,”უკრაინა ფოკუსში” 29 აპრილამდე გაგრძელდება. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია.