უკრაინამ და ევროპის საბჭომ ხელი მოაწერეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მოაწერეს. მომავალი სპეციალური ტრიბუნალი იძლევა საშუალებას, გამოძიება ჩაატარონ სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვეულებრივ დაცულია პერსონალური იმუნიტეტით. თუმცა განაჩენების გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ. ასევე, მოსალოდნელია, რომ ტრიბუნალი შეძლებს განაჩენის გამოტანას ბრალდებულების ყოფნის გარეშეც; კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ასევე, პოტენციურად, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი 14 მაისს დაიწყო.