უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა ყოველ დღე არღვევს მითს რუსეთის არმიის უძლეველობის შესახებ – ეს სიტყვები ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე წარმოთქვა მაშინ, როდესაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წელსაც განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისათვის. საზეიმო ღონისძიებებზე კიევში ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. დონალდ ტრამპის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცნობილია, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია. ამ ფონზე კი რუსეთის არმია საჰაერო შეტევებს ისევ ახორციელებს უკრაინის ქალაქებზე. რთული რჩება ვითარება ფრონტზეც.