უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ცაგერსა და ლენტეხში
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის შიდა სახელმწიფოებრივი გზის, სოფელ ბაბილის მონაკვეთზე გადმოსულმა მეწყერმა დააზიანა საავტომობილო გზის ნაწილი და გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის.
ცაგერში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი, სადაც მდინარე ლაჯანური ადიდდა.
ირმა ჭოლაძე ბოლო ინფორმაციით.