უხვი თოვლი დედაქალაქში და მდგომარეობა გზებზე

21:46, 22.01.2026

თბილისში ინტენსიური თოვის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ამ დრომდე ებრძვიან.

რეკორდული ნალექი თოვლის სახით, რომლიც დედაქალაქში ბოლოს 1993 წელს დაფიქსირდა, გამოწვევად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილია და ამ ეტაპზე მეორე ხარისხოვანი გზები იწმინდება, მოსახლეობისთვის ისევ პრობლემას წარმოადგენს მოყინულ ტროტუარებზე, კორპუსების ეზოებსა და ჩიხებში გადაადგილება. ქვეითთა სავალ ნაწილზე არსებული ლიპ-ყინული, რომელიც თითოეული ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს, აქტიური განხილვის თემაა სოციალურ ქსელში. მაშინ, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილი მხოლოდ მერიის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს, მეორე ნაწილი გამოსავალს შიდა გზის გაწმენდის პროცესში   მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობაში ხედავს.

ვის როგორ ესმის სამოქალაქო პასუხიმგებლობა – ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტი.

მსგავსი