უხვი ნალექი კახეთში

15:08, 19.01.2026
მეორე დღეა ინტენსიურად თოვს კახეთში. უხვმა ნალექმა რეგიონში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები კვლავ ნარჩუნდება. გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. მოქალაქეთა უსაფრთხოებს კი ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
 
დიდთოვლობის შედეგად აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. დილიდან მუშაობის დაწყება ვერ შეძლო მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ყველა შესაბამისი სამსახური პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.

მსგავსი