უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხელვაჩაურში.
დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. საცხოვრებელი სახლებიდან უსაფრთხოების მიზნით 15 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. მერიის ინფორმაციით, დილიდან დარჩენილი გზის მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკის საშუალებით განახლდა. სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება ახალშენის, აჭარისწყლისა და თხილნარის თემებში შემავალი სოფლების ნაწილს. ელექტროენერგიის გარეშე კი სოფელ ერგეშის ცხრა აბონენტია დარჩენილი, აღდგენითი სამუშაოები უახლოეს საათებში უნდა დასრულდეს.