უხვი ნალექი – ვითარება თბილისში
უხვი ნალექის შედეგად ქუჩებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით დასრულებულია. აღდგენილია დაზიანებული სანიაღვრე ქსელები. თუმცა თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ახლაც აგრძელებენ უხვი ნალექის შედეგად ჩამოტანილი სხვადასხვა ნარჩენისგან ქალაქის გაწმენდას.
თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, როგორც კი გამოიდარებს დაიწყება ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. რაც შეეხება ავტომობილების გადაადგილებას, – თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.