უხვი ნალექი შიდა ქართლში

15:10, 19.01.2026
თოვს შიდა ქართლშიც – ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი გზა არ არის ჩაკეტილი. მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, იწმინდება გზები როგორც შიდა, ისე ცენტრალური. დაყრილია ტექნიკური მარილი. შეფერხების გარეშე მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მსგავსი