უხვი ნალექი ქვემო ქართლში
ინტენსიურად თოვს ქვემო ქართლში.
ნალექმა მუნიციპალიტეტებში გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით გარკვეული სირთულეები შექმნა. გზების გაწმენდის პროცესში ჩართული არიან შესაბამისი სამსახურები. ტექნიკა მუშაობს მაღალმთიან სოფლებშიც – ჯამში რეგიონში 40 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
ძლიერმა თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა პრობლემები.