უხვი ნალექი მდინარე ოღასკურას ადიდებას იწვევს - რა საფრთხეს ჰქმნის მდინარე და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას საფრთხის თავიდან ასაცილებლად

ზამთრის დადგომა და უამინდობა კვლავ საფრთხის შემცველია ქუთაისელებისთვის. უხვი ნალექი მდინარე ოღასკურას ადიდებას იწვევს, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს. საშიშ ზონაშია რამდენიმე საჯარო დაწესებულება.

ზუსტად 2 თვის წინ, სტიქიის დროს საჯარო სკოლა, პარლამენტის შენობა და იუსტიციის სახლი დაზიანდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა, შესაბამისი ტექნიკისა და ფინანსების არქონის გამო, პრობლემის სრულად აღმოფხვრა მიმდინარე წელს ვერ ხერხდება.

“მოამბის” გადამღები ჯგუფი არკვევდა, რა საფრთხეს ჰქმნის მდინარე და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას საფრთხის თავიდან ასაცილებლად.