უხვი ნალექი იმერეთში
იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მეწყერი ჩამოწვა. ცენტრალური გზა დაახლოებით სამი საათი ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის კი მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა და არხების დაღრმავება, თუმცა, წვიმის გამო, მასშტაბური სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის შედეგადაც დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები და სოფლის ხიდები.