უხვი ნალექი და პრობლემები დედაქალაქში
ძლიერი წვიმის მძიმე კვალი დედაქალაქში.
უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა რამდენიმე ქუჩაზე სერიოზული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ვაკეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, სანაპიროზე, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. ცალკეულ უბნებში სანიაღვრე ქსელებმა ამჯერადაც ვერ იმუშავა, რის გამოც დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 7-8 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა თბილისის რამდენიმე უბანში თვის ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. გუშინდელმა სტიქიამ დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა კიდევ ერთხელ გამოკვეთა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო გახდა ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება.