უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები ლაგოდეხში

21:29, 27.09.2025

ადიდებული მდინარეები და დატბორილი სოფლები – უხვ ნალექს ებრძვიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ხანგრძლივი წვიმის შედეგად მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები და ბოსტნეულის ბაღები დაიტბორა. სტიქიამ ველაზე მეტად სოფლების – ვერხვისმინდორის, უზუნთალასა და განჯალას მოსახლეობა დააზარალა.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო სამსახურისა და მერიის შესაბამისი სამსახურები.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი