საქართველოს მოქალაქების ევაკუაცია უხანიდან

ქალაქ უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდებიან, გაივლიან საკარანტინო პერიოდს და საქართველოში ამის შემდეგ გაემგზავრებიან.

დატოვე კომენტარი