უკანონო სამეწარმეო საქმიანობა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მერქნული მასალა ამოიღეს. ადგილზე გამოვლინდა შესაბამისი ლიცენზიების გარეშე ორი ჭაბურღილი, მოქალაქემ ასევე ვერ წარმოადგინა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ტექნიკური რეგლამენტები. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.