უკანონო საბრძოლო მასალის ამოღება
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1200 ვაზნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.