უკანონო საბრძოლო მასალის ამოღება

12:04, 09.08.2026

სხვადასხვა დროს  ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: ორი ავტომატი, სამი პისტოლეტი, ექვსი მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა. დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი