უკანონო პატიმრობის 28 დღე

უკვე 28 დღეა, ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარია. ქართველ ექიმს, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმი, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. პარალელურად, ექიმის მხარდამჭერი აქციები გრძელდება ქვეყნის მასშტაბით. მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და საოკუპაციო რეჟიმს უკანონო პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებიც.

გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ.