უკანონო ნადირობის სტატისტიკა

ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში ქვეყნის მასშტაბით 629 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მასალები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტია. ამოღებული და დალუქულია ფრინველების მოსაზიდი 558 ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. ამ პერიოდში „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობებზე – დათვსა და არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტებიც გამოვლინდა. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე – ნომერზე 153.