უკანონო მშენებლობის დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში

აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული ნაგებობების მეპატრონეები სამგორის რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიწის სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად გადაცემას ითხვდნენ.  ამასთან, გამგეობასთან შეკრებილებმა გუშინ დემონტაჟის დროს   სამართალდამცველებზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული 22 წლის ბიჭის გათავისუფლებაც მოითხოვს. აქციის მონაწილეებს რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე შეხვდა. სამხარაძის განცხადებით, მან აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ თითოეულმა მათგანმა გამგეობას ინდივიდუალურად უნდა მიმართოს, რათა მათი პრობლემების განხილვა და დახმარების აღმოჩენა ცალ-ცალკე მოხდეს.

დატოვე კომენტარი