უკანონო მშენებლობა ქობულეთში

სადავო მშენებლობა ქობულეთში.
არაერთი გაფრთხილების და ჯარიმის მიუხედავად, ადგილობრივი მეწარმე სამშენებლო სამუშაოებს მაინც განაგრძობს და აღმაშენებლის ქუჩაზე ძველი კაფის ადგილზე, ახალს აშენებს. როგორც ირკვევა, გია ბოლქვაძეს შესაბამისი სამსახურიდან სამშენებლო ნებართვა არ გააჩნია. ზედამხედველობის სამსახურის გარდა მის მიმართ პრეტენზიები აქვს მეზობელსაც, რომლის საკუთრების ნაწილი სადავო მშენებლობის დროს დაზიანდა.