მთავრობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს.
პრემიერის მიერ გავრცელებული ვიდეო მიმართვა სწორედ მიგრაციას და სტატისტიკურ მონაცემებს ეხება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 6.6 %-ს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის და ამერიკის მოქალაქეები არიან. პრიორიტეტად ცხადდება უახლოეს წლებში არალეგალი მიგრანტებისგან ქვეყნის სრულად გათავისუფლება და უცხოელი მიგრანტების შრომითი საქმიანობის შეზღუდვა.
მიმართვის შინაარსს არაერთგვაროვანი პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა. მათ შორის იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც კონკრეტული ქვეყნებიდან მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზე და გარკვეულ საფრთხეებზე ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს.