უკანონო მაინინგზე კონტროლი მკაცრდება
133 მილიონი კილოვატსაათი – ეს მონაცემები 2025 წელს მხოლოდ მესტიაში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაა, თითქმის 13-ჯერ მეტი, სხვა მსგავსი ტიპის დასახლებებთან შედარებით. როგორც ირკვევა, ელექტოენერგიის კოლოსალური მოხმარება უკანონო კრიპტომაინინგს უკავშირდება. მაშინ, როდესაც მესტიის მოსახლეობა დენის შეფერხებებით მიწოდებაზე წლებია ჩივის, რეგიონი კრიპტოვალუტის უკანონო გამომუშავების ერთგვარი საბადოა. პროცესში ჩართული ასობით კომპიუტერი ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარეს, რისთვისაც მესტია, სადაც მოსახლეობას დენი უფასოდ მიეწოდება, ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. მილიონობით ლარის ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად და ენერგოსექტორის დასაცავად მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს აანონსებს. რა საფრთხეს უქმნის უკანონო კრიპტომაინინგი ქვეყნის ენერგოსისტემას და როგორ აპირებს მთავრობა წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარებას? – თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი #მოამბე