უკანონო იარაღის ამოღება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი პირები დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ, ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ფული. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.