უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.