აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი იარაღები – 14 საბრძოლო ვაზნა და რამდენიმე მჭიდი ამოიღო. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.