უკანონო ბორდერიზაცია ნიქოზთან

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის მონიშვნის უკანონო სამუშაოები დაიწყეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მოამბის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი იმყოფება ადგილზე და პირდაპირ ეთერში გვეტყვის, რა ხდება ამ წუთებში – რა სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხურვალეთთან.