უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში 

21:02, 16.08.2019

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში რუს ოკუპანტებს დღეს გამყოფი ღობის მშენებლობა არ განუახლებიათ. ადგილზე რუსული ანექსიის პირადად სანახავად 20-მდე უცხოელი დიპლომატი ჩავიდა. მათ ოკუპანტის მორიგი უკანონო ქმედებები დაგმეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას შეუძლია საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებები შეაჩეროს.

 

მსგავსი