მოსკოვის გამზირის N18-ში, 3 200 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო გასართობი სივრცე, დამონტაჟდება დამცავი მოაჯირი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება სკამები და ურნები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო.