უიტკოფი და კუშნერი კიევში ჩავლენ

12:16, 01.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადებიან. ზელენსკიმ მათთან საუბრისას ფრონტზე არსებული ვითარება და რუსეთის თავდასხმებიც განიხილა. მისი თქმით, მხარეები ვიზიტის თარიღის შეთანხმებაზე მუშაობენ და მათი ჩამოსვლა სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ზელენსკის განცხადებით, უიტკოფთან და კუშნერთან ასევე განიხილა, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ომის დასრულების წასახალისებლად. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება კვლავ სურს.

მსგავსი