უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე
თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა. თამარაშვილის ხეივანში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ისაუბრეს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამაზე.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად ღონისძიებები ოთხ რეგიონში იმართება.