უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეკრებილები იყვნენ თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან.