უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტის იდენტიფიცირება

15:14, 14.08.2020

1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია. გარდაცვლილთა ცხედრები 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს მოიძიეს. ცხედრების ამოცნობა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში მოხდა.

ცხედრებს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

 

 

მსგავსი