უგულავას საქმე - პოლიტიკური შეფასებები 

სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის განაჩენი, რომელმაც ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა, სამართლებრივ სივრცეს გასცდა და პოლიტიკური დაპირისპირების ახალ თემად იქცა.

ხელისუფლება და ოპოზიცია ამჯერად იმაზე დავობენ, თუ რატომ აღმოჩნდა უკვე მეორედ გიგი უგულავა ციხეში და იკვეთება თუ არა პოლიტიკური მოტივი. თბილისის ყოფილი მერის თანაგუნდელები და პოლიტიკური პარტნიორები უგულავას პოლიტპატიმრად აცხადებენ. მათ შორის ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ თბილისის ექს-მერს სწორედ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე მიუთითებდნენ და მილიონების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. უკვე დღეს ძველი კომენტარების შეხსენებამ გაღიზიანება გამოიწვია. საქმე, რომლის ძიება 2013 წელს დაიწყო, 10 წლის წინ შექმნილ თბილისის განვითარების ფონდს და 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.

უზენაესი სასამართლოს განაჩენს, რომელიც წინა ინსტანციების გადაწყვეტილებისგან გასხვავებულია, საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

დატოვე კომენტარი