უგულავას გზავნილი - ოპოზიცია ერთი ქოლგის ქვეშ

გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. მისი ხედვით, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ასეთ ბლოკს „ოცნების“ მოედანზე თამაშისა და ასევე ოპოზიციაში „არანაცური ხმების“ კონსოლიდაციის რესურსი აქვს. ოპოზიციის სწორი გადაჯგუფებით, შიდაოპოზიციური, საგნობრივი დებატებით, საერთო კონტურების გამოკვეთით, მივალთ იმ ფორმამდე, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. წამოვიწყოთ შიდა ოპოზიციური დისკუსიები, როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვების სწორ ალგორითმამდე. ეს ყველა შემთხვევაში სჯობს შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებას“. – წერს გიგი უგულავა.