უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ისტორიული მარანი აღდგა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ისტორიული მარანი აღდგა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, რესტავრირდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები. აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის სამი ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა.  პრეზენტაციის ფარგლებში, დღეს მოეწყო წიგნების -„ქართული გემოს” და “ქართული სამოსის” გამოფენა-გაყიდვა.

გაიმართა ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.