„ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ხუთმა მათგანმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლა, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატია, ორმა მათგანმა კი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.
საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს ირაკლი კობახიძემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატია მიხეილ ყაველაშვილი.
პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, მათ დეპუტატობაზე უარი თქვეს მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.