უფლებადამცველის გამოხმაურება

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების ადვოკატი გამორიცხავს, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მონაწილეობას. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ეს შესაძლოა იყო პირადი და არა პოლიტიკური მხარეების დაპირისპირება. მეტიც, ადვოკატი აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე პირი, რომელმაც ცივი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა, შესაძლოა, იყოს ის პირი, რომელიც ასევე მონაწილეობდა რამდენიმე კვირის წინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებში.

გუშინ დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ცივი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა.