უფასო ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით 

15:10, 20.04.2025

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 20 და 21 აპრილს, დილის 08:00 საათიდან, 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. კერძოდ, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ , „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ – მიმდებარე ტერიტორიებიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მე-III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მსგავსი